თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, პუტინი ბელარუსის ტერიტორიების შეერთებაზე  ოცნებობს და თუ შანსი ექნება, რუსულ ჯარს ბელარუსში შეიყვანს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოცნებობს ბელარუსის ტერიტორიების შეერთებაზე და თუ შანსი ექნება, რუსულ ჯარს ბელარუსში შეიყვანს.

როგორც შარაშანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ევროპული ქვეყნები ბელარუსს საკუთარ სამხედროებს არ დაახმარებენ, ამიტომ საფრთხე, რომ სწორედ რუსეთი შეიყვანს ჯარს ბელარუსში, არსებობს.

„ის, რომ პუტინი ოცნებობს ბელარუსის მიერთებაზე, ახალი ამბავი არ არის და თუ ჩაუვარდება ამის შანსი და მთავრობა თხოვნით მიმართავს, პლუს ამას, თუ ბელარუსშივე გამოძებნიან მოქალაქეებს, ვინც დაუჭერენ მხარს, ყვავილებით დახვდებიან რუსულ ტანკებს, ამას ბუნებრივია გააკეთებს. ვიცით, რომ სხვა ქვეყანა ბელარუსში ჯარის შემყვანი არ არის, ევროპელები არ შეიყვანენ და ა.შ. ასე რომ, ამის საფრთხე არის სერიოზულად“,- განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე რამდენადაა შანსი, რომ ბელარუსში რუსი სამხედროების შეყვანის საჭიროება დადგეს, შარაშენიძე ამბობს, რომ გამორიცხული არ არის.

„როგორც ჩანს, ლუკანშენკო აპირებს ბოლომდე ჩააფრინდეს უფლებებს და თუ ასე იქნება, გამორიცხული არ არის, რომ ეს საჭირო გახდეს და ლუკაშენკომ მოითხოვოს“,- აცხადებს შარაშენიძე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-24-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით რუსეთმა სამართალდამცავების რეზერვი ჩამოაყალიბა.

„ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია უკონტროლო არ გახდება და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების, ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ. ალექსანდრ გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს