ირაკლი სესიაშვილი - უკრაინასთან კვლავ ძალიან მაღალი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს

ხედავთ, რომ ჩვენ უკრაინასთან კვლავ გვაქვს ძალიან მაღალი სტრატეგიული პარტნიორობა. საერთო ინტერესებისკენ სწრაფვა და ბრძოლა, უკრაინასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქონია თუ არა გავლენა პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევამ, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვრჩებით სტრატეგიულ პარტნიორებად. რაც შეეხება ელჩის გამოწვევას, ეს მოულოდნელი არ ყოფილა უკრაინული მხარისთვის. ჩვენ მათ ღიად ავუხსენით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მსჯავრდებულ პირს უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრობლემა იქნებოდა, რადგან ნიშნავენ იმ პირს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არ იშურებს მძიმე განცხადებებს. ამიტომ, ცხადია, ეს ჩვენთვის პრობლემა იყო და ეს უკრაინულმა მხარემაც მიიღო ისე, როგორც მიიღო“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა