ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა.

ლობჟანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან ერთად მის ლეპტოპში არსებული ინფორმაციის დათვალიერება მოხდა, რის შემდეგაც ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაცია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფს შეეხება.

„გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა, შემდგომში ექსპერტის თანდასწრებით მოხდება ამ ინფორმაციის ამოღება და ანალიზი.

ეს არის ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე ჩემი პროფესიული ძალებით და მომაწოდეს ადამიანებმა, რომლებიც მე დამიკავშირდნენ“, - აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის განცხადებით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილი და კიდევ რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობის შემთხვევა ამ ჯგუფის მსხვერპლები იყვნენ.

„ამ ჯგუფის წევრების ქცევას აქვს მასშტაბური ხასიათი, ეს არ უკავშირდება მხოლოდ თამარს. უარეს შემთხვევაში, ვიღაცები აფინანსებენ ქართველებს და მათი ვალდებულებაა, რომ მიიყვანონ ადამიანები თვითმკვლელობამდე, მათზე ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ. მე ვვარაუდობ, რომ თამარი და კიდევ რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობის შემთხვევა მათი მსხვერპლები არიან,” - განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო