„აიპლიუსი“ მომხმარებლებს 30 აგვისტოს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს

საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს 30 აგვისტოს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

კომპანიის ცნობით, Black Sunday უკვე iPlus-ის სპეციალური ტრადიციული დღეა, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ნივთები ამერიკულ ფასად, ანუ თვითღირებულებით შეიძინონ.

„30 აგვისტოს აქციაში ტრადიციულად iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნიკის გარდა, თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის და GoPro-ის პროდუქციაც“, - ნათქვამია „აიპლიუსის“ განცხადებაში.

„Black Sunday მომხმარებლების საყვარელი დღეა. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურად ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 480 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. ახალი მოდელების შეძენისას კი, ფასდაკლებასთან ერთად საჩუქრად გელოდებათ 2020 წლის Samsung Galaxy A01. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზეც", - განაცხადა iPlus-ის მენეჯერმა გიორგი ჩიხრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა