ანჩისხატობას, ანჩისხატის ტაძარში გერმანული კომპანიის დამონტაჟებული სახატე ვიტრინა-კიოტის  პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საინიციატივო ჯგუფის და მისი ხელმძღვანელის, ზაზა ნანობაშვილის ანჩისხატის ტაძრისთვის წარდგენილი სახატე-ვიტრინის ესკიზი მოიწონა და მისცა ლოცვა-კურთხევა პროექტის წარსამართად და განსახორციელებლად. ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ინფორმაციით, პრეზენტაცია 29 აგვისტოს გაიმართება.

„ანჩისხატის ტაძარში ვიტრინა-კიოტის განთავსებისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე ბოლო დროს შესრულდა ძირითადი სამუშაოები: სიგნალიზაცია, ელექტროობა, გაწმენდა-დასუფთავება, ტაძრის გარშემო სავალი ბილიკების მოწყობა.

საინიციატივო ჯგუფი აწარმოებდა უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებას, ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი ვიტრინის და თერმო-ტემპერატურული რეჟიმის მაღალი სტანდარტის შესაქმნელად.

დღეს მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, აღნიშნული პროექტი რთულ ვითარებაში განხორციელდა, რომელიც დაამზადა გერმანულმა კომპანიამ და ამავე კომპანიის წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს ანჩისხატის ტაძარში.

აღნიშნული კომპანია, გერმანიის სამუზეუმო ვიტრინების დამზადების სამეულში შედის და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში. როგორც უცხოელი კომპანიის თანამშრომლები აღნიშნავენ, ასეთი ტიპის პროექტი უნიკალური იყო თავისი მრავალმხრივი დატვირთვით, ის საეკლესიო სივრცეს უნდა მორგებოდა. ვიტრინის კიოტში განხორციელებული არის როგორც აქტიური, ისე პასიური რეჟიმი, ლედ ნათურების განათება და ცნობილი ფირმა „სილატეკის“ დარტყმასაწინააღმდეგო და ტყვიაგაუმტარი მინა, რომელიც თავისი სიმძიმის მიუხედავად (მთლიანად 2 400 კგ) ვიტრინის კარი 100%-ით იღება, ესეც პირველად ანჩისხატის ტაძრისთვის დამზადდა.

ტაძრის წინამძღვარმა წერილობით ოფიციალური მზაობა გამოხატა და ნება დართო გერმანულ კომპანიას, რომ ეს პროექტი ტაძარში განეხორციელებინა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, ზაზა ნანობაშვილს.

29 აგვისტოს მოხდება სახატე ვიტრინის პრეზენტაცია.

ანჩისხატის ტაძარი შემოდგომაზე ემზადება ტაძრის 1500 წლისთავი ანჩისხატის ხატის (დედნის) დაბრუნებასთან ერთად აღნიშნოს.

საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნა 20 წელზე მეტია, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს