საქართველოს რეგიონებში რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრა გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ამჯერად ქალაქ ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობით, მათ ადგილობრივებთან შეხვედრები გამართეს და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „პროგრამამ სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სამხედრო მოსამსახურეებმა რეგიონების მოსახლეობას რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაევლოთ.უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში გაიმართება.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური.

საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა.

რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge. ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა