ემანუელ მაკრონი ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული საყოველთაო კარანტინის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„თეორიულად გამორიცხული არაფერია. ეს რომ სრულიად გამოვრიცხო ნიშნავს, რომ ბევრი ვერაფერი გამიგია იქიდან, რაც 8 თვის განმავლობაში გამოვიარეთ“, - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად ხელისუფლებას ურჩევნია არა საყოველთაო, არამედ რეგიონალური შეზღუდვები დააწესოს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას საყოველთაო კარანტინი თავიდან ააცილოს.

ცნობისთვის, პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, მომავალი კვირის სამშაბათიდან კი მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალდებულები იქნებიან, სამსახურებში პირბადეებით იარონ. გარდა ამისა, ქვეყანაში სამშაბათიდან 13 მილიონზე მეტი მოსწავლე სკოლებს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საფრანგეთში გუშინ კორონავირუსის 7 379 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ 19-ით 267 077 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ვირუსს 30 596 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა