ირაკლი ნადირაძე - გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, მერიას უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არც ერთი თეთრი არ მოუმატებია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეკონომიკური სირთულეების ფონზე, მერიას უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის „არც ერთი თეთრი არ მოუმატებია“. მისი თქმით, კიდევ ათასობით ადამიანი რჩება დახმარების გარეშე.

„გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, მერიას ერც ერთი თეთრი არ მოუმატებია უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის. კიდევ ათასობით ადამიანი რჩება ამ დახმარების გარეშე. იმის ნაცვლად, რომ ისინი ამცირებდნენ ბიუროკრატიას, ამცირებდნენ თავიანთი ფუფუნების ხარჯებს, მივლინებისა და რესტორნების ხარჯებს, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ათასობით ადამიანი გაწირონ შიმშილისთვის და კიდევ რამდენიმე თვე და ალბათ, წლობით ალოდინონ ამ რიგში, რომ მათ ელემენტარული თუნდაც 1 ლარი 18 თეთრიანი ულუფა მიიტანონ თავიანთ სახლებში“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო