ირაკლი კობახიძე აჭარაში განთავსებული ბანერის გამო „პატრიოტთა ალიანსს" „შმატრიოტებს“ უწოდებს, მამუკა მდინარაძე კი „რუსულ დაკვეთაზე“ საუბრობს

„შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა