ირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერზე - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

„ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აჭარაშია განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, კობახიძის თქმით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე და თუ არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, ბუნებრივია, ეს რეაგირება უნდა იყოს.

„ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, პოლიტიკური შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო