„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში, "განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პროექტის კონცეფციას გაეცნენ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ასევე თანამედროვე ბიბლიოთეკას, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. „განათლების ქალაქი“ მოიცავს მათემატიკურ სკოლას, 100 ახალგაზრდაზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს და სხვ.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათემატიკური სკოლის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. მათემატიკური სკოლის შენობაში, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

„განათლების ქალაქის“ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა