პორტლენდში მომხდარი არულობის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აშშ -ის ქალაქ პორტლენდში არეულობის დროს სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება შაბათს საღამოს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ძალადობას ადგილი ჰქონდა პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

„პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში პოლიტიკური მიტინგი გაიმართა, სადაც რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ძალადობას დემონსტრანტებსა და კონტრ - დემონსტრანტებს შორის. მომხდარში პოლიციელები ჩაერივნენ და ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებები განახორციელეს“, - აცხადებს პორტლენდის პოლიცია.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციითვე, ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას ერთი პირი გარდაიცვალა, თუმცა მათ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ.

შეგახსენებთ, პორტლენდში რამდენიმე თვეა აქციები პერმანენტულად იმართება. საპროტესტო ტალღა ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:პორტლენდში მომხდარი არეულობის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა