„თავისუფალმა საქართველომ“ ქობულეთის მოსახლეობას მედიკამენტები გადასცა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა, ქობულეთში „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს ადგილობრივ მოსახლებას მედიკამენტები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„საქართველოში არსებულ მასობრივ უმუშევრობასა და სიღატაკეს, ისიც ემატება, რომ ადამიანებს მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი აღარ გააჩნიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სასათბურე პირობები ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. ფარმაოლიგარქები მინიმუმ 500%-იანი მოგებით ყიდიან წამლებს, ხოლო სახელმწიფო მათ მონოპოლისტურ მიდგომებზე თვალს ხუჭავს, ვინაიდან ეს კომპანიები ხშირად ხელისუფლების მთავარ დამფინანსებლებად გვევლინებიან“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული გამოხატული ნების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა მედიკამენტები სამჯერ, ოთხჯერ უფრო იაფად შეიძინონ და საკუთარი ჯანმრთელობა, გაცილებით იაფად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად აღიდგინონ.

ქობულეთის ოლქში, „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რუსუდან ოქროპირიძის განცხადებით კი, „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

„მზად ვართ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანებს რეალურად დავეხმაროთ. ამ მიმართულებით „თავისუფალმა საქართველომ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა კი, სწორედ „იაფი მედიკამენტებია“, რომელიც ჩვენმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ აამოქმედა და დღემდე წარმატებით ახორციელებს. ასობით ადამიანისთვის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდა და ამ ტენდენციას მომავალშიც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა რუსუდან ოქროპირიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, მათ მიერ განხორციელებული „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს, ქობულეთის მოსახლეობას შემდეგი დასახელების წამლები გადაეცა:

„1. ქსარელტო 20მგ, ჩვენი ფასი - 68.37, საქართველოს აფთიაქების ფასი- 128.19

2. ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ, ჩვენი ფასი -16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი - 49.19ლ.

3. იანუმეტი 50/1000მგ, ჩვენი ფასი - 41.34, საქართველოს აფთიაქების ფასი - 158.59

4. სინგულარი 10მგ, ჩვენი ფასი - 21.16 საქართველოს აფთიაქების ფასი - 35.95

5. ვანსეარი 5მგ, ჩვენი ფასი - 29.57, საქართველოს აფთიაქების ფასი - 62.45ლ

6. დეტრალექსი 500მგ ჩვენი ფასი - 16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი- 38.33

7. სიმბიკორტი 160/4,5 მგ, ჩვენი ფასი - 21.49, საქართველოს აფთიაქების ფასი - 99.60

8. კარდიომაგნილი 150მგ ჩვენი ფასი - 1.98, საქართველოს აფთიაქების ფასი - 19,30

9. ეუთიროქსი 50მგ ჩვენი ფასი - 2.92, საქართველოს აფთიაქების ფასი - 10,06ლ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„თავისუფალმა საქართველომ“ ქობულეთის მოსახლეობას მედიკამენტები გადასცა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა, ქობულეთში „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს ადგილობრივ მოსახლებას მედიკამენტები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„საქართველოში არსებულ მასობრივ უმუშევრობასა და სიღატაკეს, ისიც ემატება, რომ ადამიანებს მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი აღარ გააჩნიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის სასათბურე პირობები ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის ინტერესებს იცავენ. ფარმაოლიგარქები მინიმუმ 500%-იანი მოგებით ყიდიან წამლებს, ხოლო სახელმწიფო მათ მონოპოლისტურ მიდგომებზე თვალს ხუჭავს, ვინაიდან ეს კომპანიები ხშირად ხელისუფლების მთავარ დამფინანსებლებად გვევლინებიან“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული გამოხატული ნების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა მედიკამენტები სამჯერ, ოთხჯერ უფრო იაფად შეიძინონ და საკუთარი ჯანმრთელობა, გაცილებით იაფად, მაგრამ ამავე დროს ეფექტურად აღიდგინონ.

ქობულეთის ოლქში, „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რუსუდან ოქროპირიძის განცხადებით კი, „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

„მზად ვართ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანებს რეალურად დავეხმაროთ. ამ მიმართულებით „თავისუფალმა საქართველომ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა კი, სწორედ „იაფი მედიკამენტებია“, რომელიც ჩვენმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ აამოქმედა და დღემდე წარმატებით ახორციელებს. ასობით ადამიანისთვის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდა და ამ ტენდენციას მომავალშიც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა რუსუდან ოქროპირიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, მათ მიერ განხორციელებული „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს, ქობულეთის მოსახლეობას შემდეგი დასახელების წამლები გადაეცა:

„1. ქსარელტო 20მგ, ჩვენი ფასი - 68.37, საქართველოს აფთიაქების ფასი- 128.19

2. ტრიპლიქსამი 10/2,5/10მგ, ჩვენი ფასი -16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი - 49.19ლ.

3. იანუმეტი 50/1000მგ, ჩვენი ფასი - 41.34, საქართველოს აფთიაქების ფასი - 158.59

4. სინგულარი 10მგ, ჩვენი ფასი - 21.16 საქართველოს აფთიაქების ფასი - 35.95

5. ვანსეარი 5მგ, ჩვენი ფასი - 29.57, საქართველოს აფთიაქების ფასი - 62.45ლ

6. დეტრალექსი 500მგ ჩვენი ფასი - 16.61, საქართველოს აფთიაქების ფასი- 38.33

7. სიმბიკორტი 160/4,5 მგ, ჩვენი ფასი - 21.49, საქართველოს აფთიაქების ფასი - 99.60

8. კარდიომაგნილი 150მგ ჩვენი ფასი - 1.98, საქართველოს აფთიაქების ფასი - 19,30

9. ეუთიროქსი 50მგ ჩვენი ფასი - 2.92, საქართველოს აფთიაქების ფასი - 10,06ლ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის