თამარ ბაჩალიაშვილის მამა - 10 სექტემბრიდან გაგრძელდება მასშტაბური აქციები - ყველაფერს შლიან, აყალბებენ, მოწმეებს აშინებენ

მაგათი მიმართულებაა, რომ თავი მოიწამლა. ეს არის ზღაპარი. თუ მართლა ასეა, კომპიუტერი რატომ წაშალეს? მოწმეებს რატომ აშინებენ? მეორე „ფლეშკა“ საერთოდ დაიკარგა. კვალს რატომ შლი? რა ძალა გადგას, დამიმტკიცე და კი ბატონო, - ამის შესახებ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი აქციებს გააგრძელებს.

„მაგათი დღეები დათვლილია, არ გამოუვათ. პირველ რიგში, სუს-მა უნდა გამცეს პასუხი, ეს მანიაკური მკვლელობა მაგათი ჩვევაა. რატომ გაჭიანურდა? არცერთ მოთხოვნაზე პასუხი არ არის. ყველაფერს ცდილობენ, რომ გააყალბონ. სუს-ის მანქანები რომ მოყვება, აი იქაც წაშლილია, შემდეგ ორი მანქანა გვერდზე უდგება, ერთი უკან მიყვება, ალყაში ჰყავთ უკვე ბავშვი მანქანით, მეორე მანქანა ისე გადაუდგა, რომ არ წამოვიდეს თბილისისკენ და ზემო ფონიჭალისკენ წავიდა. ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო პასუხები და თვენახევარი გავიდა.

10 სექტემბრიდან გაგრძელდება მასშტაბური აქციები. 12 მტკიცებულება დევს საქმეში და არცერთზე პასუხი არ არის. ყველაფერს შლიან, აყალბებენ, მოწმეებს აშინებენ, სახლებში დადიან, ეს არ თქვათ, ეს თქვითო. თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ამ შეხვედრებზე. მაგათი მიმართულებაა, რომ თავი მოიწამლა. ეს არის ზღაპარი“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს