პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წარმომადგენლებმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მარიამ ჯაშის განცხადებით, მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა რეგიონში ეყოლებათ, წარდგენის პროცედურები კი ზუგდიდიდან დაიწყო.

„პროცესს ვიწყებთ ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, რადგან მიგვაჩნია, რომ სამეგრელო არის განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელი მხარე საქართველოს ერთიანობისთვის აღდგენის გზაზე. ჩვენ ზუგდიდელებს წარვუდგენთ ერთ - ერთ ყველაზე ძლიერ და ღირსეულ კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის, ჯამბულ ნაჭყებიას, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო სფეროში. ის გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგადად სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ჯამბულ ნაჭყებია გახლავთ სწორედ ის პიროვნება, თავისი გამოცდილებით, ცოდნით და განვლილი გზით, რომელიც უპირობოდ იმსახურებს ზუგდიდელების ნდობას",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

იხილეთ ვიდეო:პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა