თეონა აქუბარდია - „პატრიოტთა ალიანსი“ არის ანტიეროვნული ძალა, რომელიც აღვივებს შუღლს საქართველოში

„პატრიოტთა ალიანსი“ არის ანტიეროვნული ძალა, რომელიც აღვივებს შუღლს საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის" წევრების მიერ განთავსებულ ბანერთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განცხადებით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ამ პარტიის კრემლთან კავშირები.

„პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ეს არის ანტიეროვნული ძალა, რომელიც აღვივებს შუღლს საქართველოში, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება", რომელიც პირდაპირ ალიანსში იმყოფება „პატრიოტთა ალიანსთან", არ იძიებს კრემლთან კავშირებს და ამ ბანერთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვნახეთ როგორი კომენტარები ჰქონდათ. ამიტომ აუცილებელია, რომ დაიწყოს გამოძიება „პატრიოტთა ალიანსის" კავშირებზე კრემლთან და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ დაიცვას ქვეყნის ინტერესები, რომელსაც უპირისპირდება ეს ძალა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები დღეს ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

იხილეთ ვიდეო:„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წევრები თვლიან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ანტიეროვნული ძალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო