ირაკლი კუპრაძე - მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს!

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის" ანტისახელმწიფოებრივ ბანერზე საუბრობს და განმარტავს, რომ მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს.

მისი თქმით, საბანერე კონსტრუქციის მეპატრონე მოტყუებულია, რადგან მან ბანერის შინაარსი არ იცოდა. ხვალიდან კი კონსტრუქციაზე, კანონის სრული დაცვით, ერთიანი საქართველოს რუკა განთავსდება.

„გუშინ ჩამოვხსენით „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ანტისახელმწიფოებრივი ბანერი. გუშინვე გავიცანი, გურამ ბოლქვაძე, რომელიც ბანერის კონსტრუქციის მეპატრონეა. სამწუხაროდ, ის მოტყუებული დარჩა და არ ჰქონდა წარმოდგენა პოსტერის შინაარსზე, მას ამაში არავინ არ უნდა ადანაშაულებდეს. გუშინ, როგორც კი მივედი და ვესაუბრე, ავუხსენი მდგომარეობა, თანხმობა განაცხადა პოსტერის მოხსნაზე. საბანერე კონსტრუქცია დღემდე უკანონოდ იდგა, შესაბამისად, უკანონო იყო მასზე გაკრული ბანერი, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და ნებართვის გარეშე. საბედნიეროდ, გამოჩნდა არქიტექტორი, რომელიც დაეხმარა ბატონ გურამს დოკუმენტების შეგროვებაში. ხვალიდან, ეს საბანერე კონსტრუქცია კანონიერი იქნება და შესაბამისი პროცედურების დაცვითა და ხელშეკრულებით, ანტისახელმწიფოებრივი ბანერის ნაცვლად, ერთიანი საქართველოს რუკა დაამშვენებს! მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს", - წერს სოციალურ ქსელში კუპრაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა