ბრაზილიაში კორონავირუსის 16 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 366 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 16 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 862 311-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 366 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 120 828-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს