ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრეზენტაციას გამართავს

1-ელ სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრეზენტაციას გამართავს.

პოლიტიკური მოძრაობის ცნობით, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის რანგში მოძრაობის ახალ ლიდერებს წარმოადგენს.

„რეჟისორი და პროდიუსერი - ნიკოლოზ ხომასურიძე საზოგადოებას, კულტურული სფეროს ტრანსფორმაციის ამოცანებს გააცნობს.

ლევან ბოძაშვილი - პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის რანგში, ახალი სახელმწიფოს, ეროვნულ იდენტობაზე დამყარებულ, სუპერგანვითარებულ, „ნეოსაქართველოს“ სტრატეგიის პირველ ნაწილს წარადგენს.

მოძრაობის ლიდერები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ სახელით მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო