ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკაა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.

მისივე თქმით, მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს.

„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: “გამოჯანმრთელებამდე რთული გზაა გასავლელი“ - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობას აფასებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო