მარინა ეზუგბაია - ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 11 კი შემოტანილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად არის ინფიცირებული, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 220 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 19-ით, სულ არის 1240. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების გახლავთ 83 %. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 220 პაციენტი, საიდანაც კოვიდ ცენტრების რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 3 კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტი.

უშუალოდ ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 18 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 7, ახალი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, გვყავს 11 დადასტურებული შემთხვევა. მათგან ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულად მძიმეა ერთი და არის ერთი მძიმე პაციენტი, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა