მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ.

კითხვაზე: როგორია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მათ შესახებ ასეთი მონაცემები არ იცის, თუმცა, „მძიმეთა სიაში ახალი პაციენტებიდან არავინ არის“.

„სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აქ აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა , კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1487 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა და ამჟამად 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა