თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს  ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება

რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებიან.

როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, დღევანდელი ექსპერტიზით დეტალურად იქნება გამოკვლეული ავტომობილის მდგომარეობა გადაადგილების პროცესში.

„ექსპერტიზა არ დაგვიანებულა, გვინდოდა დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა, რის გამოც დავუკავშირდით „ჰიუნდაის“ სათაო ოფისს და გავარკვიეთ, რა ინფორმაცია შეიძლებოდა ამ ავტომობილიდან მიგვეღო. იქნებიან „ჰიუნდაის“ წარმომადგებელი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტი და რა კითხვებიც გვაქვს ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ექსპერტიზა ეხება ავტომობილის სავალ ნაწილებს, რამდენად შეეძლო მას დამოუკიდებლად გადაადგილება, შევხედავთ შიგნიდანაც მდგომარეობას, გავარკვევთ რა მანძილი გაიარა, ყველაფერი ეს ტექნიკური საკითხებია," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს