საგამოძიებო სამსახურმა სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება 8 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა თხოვნის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.is.ge განთავსებულ სტაჟირების გრაფაში არსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.

„საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 21-30 წლის საქართველოს მოქალაქეებს. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. სტაჟიორები გაივლიან სამეტაპიან შესარჩევ კონკურსს: პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას.

სტაჟიორთა სწავლება ექვსთვიან პერიოდს მოიცავს. კონკურსში შერჩეული სტაჟიორები სტაჟირების განმავლობაში გაივლიან თეორიულ სწავლებას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და პრაქტიკულ კურსს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ ოფისებში.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, უკვე წლებია ახორციელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა