ზვიად ძიძიგური - არაფერი გეტკინოთ მანამდე, სანამ სააკაშვილი აქ არ ჩამოვა

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილთან რაიმე სახის კოალიციურ თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც ძიძიგურმა განაცხადა, თუ ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ შეაქმნევინებენ, ეს პროცესი რიგგარეშე არჩევნებამდე მივა.

„თუ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ რიტორიკას, რომ არ შეაქმნევინებენ მმართველ პარტიას კოალიციას, ასეთ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ სააკაშვილმა შექმნას კოალიცია, გაცილებით უფრო ნაკლებია და მიდის ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე. რაც შეეხება “კონსერვატორების“ პოზიციას - ჩვენ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშრომლობას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვამბობთ, რომ 8 წლის განმავლობაში ვიყავით მათთან ერთად და ბევრი პასუხისმგებლობა ავიღეთ ერთად და ამიტომ, მათთან კოალიციურ თანამშრომლობას განვიხილავთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ამ განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს ვერ შეუქმნის.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა ზოგადი ფრაზა - „მე ვბრუნდები“. აქ იყო ეშმაკობა ჩადებული. მას არ უთქვამს, რომ საარჩევნოდ ბრუნდება და ვინმე თუ შეედავება, იტყვის, რომ ჩამოსვლა საარჩევნოდ არ დაუანონსებია ეს. მისი მეუღლეც ამბობდა, რომ გვირაბის საშუალებით ჩამოვიდოდა. თქვენ არაფერი გეტკინოთ მანამდე, სანამ სააკაშვილი აქ არ ჩამოვა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ასწიოს ტემპერატურა მაღლა და ყველა ოპოზიციური ხმის მობილიზება მოახდინოს, ასევე ჩაძიროს სხვა ოპოზიციური პარტიები. ის ამ განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ პრობლემას ვერ შეუქმნის. ეს კონცერტი ნანახი გვაქვს არაერთ გზის“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო