თამარ ბაჩალიაშვილის მამა - თვალწინ არის ყველაფერი: კვალის წაშლა, ხელის დაფარება - ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, უკვე 45 დღე გავიდა

თვალწინ არის ყველაფერი, კვალის წაშლა, ხელის დაფარება. ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, უკვე 45 დღე გავიდა, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა რუსთავის პოლიციაში, მისი შვილის კუთვნილი ავტომობილის ექსპერტიზის დაწყებამდე განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რადგან ავტომობილის აღმოჩენიდან 1 კვირის თავზე უკვე ითხოვდნენ ექსპერტიზას.

„ფაქტს ვხედავთ, მანამდე რაც ხდებოდა. ახლაც ნახავთ როგორი ექსპერტიზა ჩატარდება, გავიგებთ ცოტა ხანში. იმედი არ მაქვს, იმედგაცრუებული ვარ ამაზეც, ავტომობილის აღმოჩენიდან 1 კვირაში უკვე ვითხოვდით ექსპერტიზას. ხომ ხედავთ, თვალწინ არის ყველაფერი - კვალის წაშლა, ხელის დაფარება. ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, 45 დღე გავიდა უკვე, დროს სპეციალურად წელავენ და ვის აფარებენ ხელს არ ვიცი,” - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს