ალეკო ელისაშვილი - მივმართავ ქალაქის მერს, გამოაქვეყნოს დეტალური ანაგრიში, რა გაკეთდა ფიჭვების გახმობის პრევენციისთვის

პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეები" თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისში ფიჭვების გახმობის პროცესს ეხმიანება და მიმართავს ქალაქის მერს, გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიში, რა გაკეთდა ამ ვითარების პრევენციისთვის.

მისი თქმით, რაც თბილისში და საბურთალოზე ხდება ეკოლოგიური კატასტროფაა.

„უკვე წლებია თვალყურს ვადევნებთ, თბილისში ფიჭვების გახმობის პროცესს. საბურთალოზე, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარში, ლისის ტბის მიდამოებში უკვე ერთი ფიჭვიც არ დარჩა, რომელსაც დაავადება არ გაუჩნდა და ხმობა არ აქვს დაწყებული. ის, რაც ამ მხრივ მთელს თბილისში და განსაკუთრებით საბურთალოზე ხდება,გადაუჭარბებლად არის ეკოლოგიური კატასტროფა.

მიუხედავად პრობლემის უზარმაზარი მასშტაბისა, ქალაქის მერი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი საჯაროდ არანაირ განმარტებებს არ აკეთებენ ამ საკითხზე და არც კი იმჩნევენ კატასტროფულ მდგომარეობას. შესაბამისად, მე როგორც მოქალაქე, პარტიის თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მივმართავ ქალაქის მერს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ დეტალურად გამოაქვეყნონ ანგარიში, რა გაკეთდა ამ ვითარების პრევენციისთვის, რა ღონისძიებებს ახორციელებენ ამჟამად და რას გეგმავენ სამომავლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლი, რომ მერს და მის დაქვემდებარებულ ჩინოვნიკებს საერთოდ არ ადარდებთ ამ ქალაქის პრობლემები და ვერ აცნობიერებენ მათი გულგრილობით, რა გამოუსწორებელი ზიანი ადგება, ისედაც უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს" , - აღნიშნავს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა