თეონა ჭალიძე - მე, როგორც ერთი რიგითი ოპოზიციონერი ჯარისქალი პირობას ვდებ, რომ ვიზრუნებ ბრძოლა დასრულდეს სიმართლის და სიკეთის გამარჯვებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი საერთო მალხაზ მაჩალიკაშვილია და მათი ვალია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავის დასჯა.

როგორც ჭალიძე მიიჩნევს, მაჩალიკაშვილი იმ ბრძოლის სიმბოლოა, რომელშიც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს ბოროტებაზე და დროა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ შესაბამისი პასუხი მიიღოს.

„მე ყველა ოპოზიციურ პარტიაში ვარ“ - ეს მალხაზ მაჩალიკაშვილის სიტყვებია.

დიახ, ყველაზე დიდი საერთო, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს/ჰყავს არის მალხაზ მაჩალიკაშვილი. ყველა ოპოზიციური პარტიის ვალია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავის დასჯა, რაც უნდა გახდეს საწყისი სხვა ყველა გამოუძიებელი საქმეების ობიექტური გამოძიებისა.

დიახ, მალხაზ მაჩალიკაშვილია იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელშიც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს ბოროტებაზე. დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბევრ ადამიანს დაუმსხვრია ოცნებები და დროა მიიღოს შესაბამისი პასუხი. მე როგორც ერთი რიგითი ოპოზიციონერი ჯარისქალი პირობას ვდებ რომ ვიზრუნებ ბრძოლა დასრულდეს სიმართლის და სიკეთის გამარჯვებით. შეუძლებელი უნდა შევძლოთ ყველამ ერთად“, - წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე თეონა ჭალიძე.

„ფეისბუქის“ აღნიშნულ პოსტს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს