31 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ბიბლიის განმარტებების მე-13 ტომია ხელმისაწვდომი

31 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველი სპეციალურ ფასად განმარტებითი ბიბლიის მე-13 ტომს მიიღებს.

წიგნების სერიამ „ბიბლია განმარტებებით“ - პირველი ტომების გამოცემისთანავე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტში აქტიურადა ჩართული სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრა, თეოლოგები, სასულიერო პირები. საზოგადოება ამ გამოცემას საუკუნის უმნიშვნელოვანეს პროექტად აფასებს.

ამჯერად, მკითხველი მე-13 ტომს გაეცნობა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად 15.00 ლარი.

შეგახსენებთ, რომ მე-15 ტომით "ძველი აღთქმის" განმარტებები დასრულდება და მე-16 ტომიდან "ახალი აღთქმა" დაიწყება, რომლის განმარტებებსაც 9 ტომი დაეთმობა.

"პროქტი იმდენად გრანდიოზული და მასშტაბურია, რომ როცა მასზე დავიწყეთ ფიქრი და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა - შევძლებდით კი მის ხორცშესხმას? თავად განსაჯეთ, ათასწლოვანი ისტორიის მქონე სამყაროს წიგნად წოდებული ბიბლია ასე ზედმიწევნით, მუხლობრივად განმარტებული, სხვადასხვა წმინდა მამათა, ბიბლიის მკვლევართა, ისტორიკოსთა ნაშრომებზე დაყრდობით, დღემდე ქართულად არ გვქონდა ამ სახით გამოცემული და ახლა, ღვთის ნებით, ხორციელდება ასეთი მნიშვნლოვანი საქმე. ინტერესი პროექტის მიმართ ძალიან დიდია. კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის პირობებშიც კი არ შეგვიწყვეტია მუშაობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მკითხველს მოუდუნებია ყურადღება, პირიქით, სულ გვწერდნენ, რომ არ გამორჩენოდათ მორიგი ტომები", - თამარ მამაცაშვილი, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს