ნინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს დღეებში შეხვდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ოჯახის ინიციატივით გაიმართება. ლომჯარია ვარაუდობს, რომ შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება, ოჯახს კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება.

"ალბათ, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი ჩვენი მანდატის ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე ჩვენამდე არ მოსულა საქმის მასალები და ის არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მისამართით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს