კელი დეგნანი - კარგი ამბავია ის, რომ ეუთო/ოდირი აპირებს გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დაკვირვებლები საქართველოში

კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ ეუთო/ოდირი აპირებს გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დაკვირვებლები საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ ადგილობრივ დამკვირვებლებს დახმარება გაუწიონ.

„ასევე ჩვენ, საელჩოებსაც გვეყოლება საკუთარი სადამკვირვებლო ჯგუფები. რაც შეეხება NDI-სა და IRI-ი, ისინი ასევე რჩებიან არჩევნებზე დამკვირვებლებად. ვაპირებთ, ცენტრალურ საარჩევნოო კომისიასთან კომუნიკაციას, იმისთვის, რომ დაკვირვებლებმა უსაფრთხოებდ შეძლონ მუშაობა,“ - აღნიშნა ელჩმა.

მან კომენტარი „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რაც ამომრჩეველთა დაშინების და მოსყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ყველა მცდელობა, აღმოფხვრას დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პრობლემები რაც საქართველოს არაერთხელ ჰქონია წინა წლების განმმავლობაში, ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯია. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი მისი სრულყოფილად განხორციელებაა, რაც ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს