კახა კალაძე - მჯერა, თითოეული მოქალაქე სწორ არჩევანს გააკეთებს და ეს იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში

მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე სწორ არჩევანს გააკეთებს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქობულეთში, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაალ მიქელაძის და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცოტნე ანანიძის წარადგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენ წინაშე, აჭარის ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობით, თავიანთი ქმედებებით ალამაზებენ ამ კუთხეს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქობულეთში, აქ დაბრუნებისას შეუძლებელია გულწრფელი სიხარული არ დაეუფლოს, რადგან მზე, ზღვა, ბუნება, შესანიშნავი ადამიანები ყოველთვის დადებით მუხტს და განწყობას სძენს თითოეულ ადამიანს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქობულეთი, ეს მუნიციპალიტეტი, ზოგადად - აჭარა ერთნაირად საყვარელია ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ ქალაქში, ამ მხარეში, ტოლერანტობა და სტუმარ-მასპინძლობა არავის ესწავლება, წლების განმავლობაში და ბუნებრივია, დღესაც, აქ, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი ერთად ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც სჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:ეს იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში - კახა კალაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა