სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

ბელარუსის ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს. როგორც მის პრესსამსახურში აცხადებენ, ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ვიდეოხიდის საშუალებით სიტყვით 4 სექტემბერს გამოვა, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს.

ტიხანოვსკაია უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ესტონეთმა მიიწვია. პრესსამსახურის განმარტებით, ტიხანოვსკაია საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, რომ პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტს და ბელარუსი ხალხის ნებას. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე შეხვედრებისას ტიხანოვსკაია ხაზს გაუსვამს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მშვიდობიან ხასიათს და განმარტავს, რომ კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა მოლაპარაკებებია.

შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.

იხილეთ ვიდეო:სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა