ლევან იოსელიანი - „ქართულ ოცნებას" ეკონომიკის გაზრდაზე რომ ეფიქრა და არა ოპოზიციასთან ბრძოლაზე, ამხელა საგარეო ვალის აღება არ დაგვჭირდებოდა

მილიარდელი მმართველის ხელში ბოლო საქართველოს საგარეო ვალი 100%-ით არის გაზრდილი. 8 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას" ეკონომიკის გაზრდაზე რომ ეფიქრა და არა ოპოზიციასთან ბრძოლაზე და საკუთარი ნათესავების დასაქმებაზე, დღეს ამხელა საგარეო ვალის აღება არ დაგვჭირდებოდა , - ასე ეხმაურება პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეები" ლიდერი ლევან იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას.

ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყნის საგარეო ვალი 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა და თითქმის 20 მილიარდ ლარს შეადგენს

„ეს ფული ჩვენი შვილების გასასტუმრებელია, ანუ მათაც სიღარიბისთვის, უპერსპექტივობისთვის ვწირავთ და რას მოხმარდა ეს ფული? - "ოცნების" ძალაუფლებაში დარჩენის უკანონო მანიპულაციებს. დღესაც იგივე ხდება, არავინ ფიქრობს რეალურ ეკონომიკურ წინსვლაზე, არჩევნების გადაგორება ახლა მათი ამოცანა, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ" , - აღნიშნავს ლევან იოსელიანი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს