მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმის გამო, რომ პარტიის ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შტაბში დროებით თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობა მუშაობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შტაბში დროებით თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობა მუშაობს. მდინარაძის განმარტებით, ყველა მათანს PCR ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომელმაც ვირუსის არსებობა არ დაადასტურა.

„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსის არსებობა, ის ერთი თანამშრომელი დამლაგებელია. შესაბამისად, პროტოკოლის დაცვითა და ყველა წესის გათვალისწინებით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში, როგორც მიუთითებენ ეპიდემიოლოგები. დანარჩენი თანამშრომლები დადიან შეზღუდულ რეჟიმში იმიტომ, რომ შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ უშუალო შეხებაში ვინც არ იყვნენ და ვისზეც არ არის ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია, რომ მას შეუძლია თავისუფლად იაროს, ისინიც დადიან მაგრამ მათი რაოდენობაც შევზღუდეთ დროებით. ყველა ჩვენგანი გატესტილია, ვირუსის არსებობა არ დაგვიდასტურდა. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს, ასეთი არის ერთი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი. ზოგადად, ჩემთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც აქვთ ვირუსი, მაგრამ არა არჩილ თალაკვაძის დაცვას. არჩილ თალაკვაძემ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია ზედმიწევნით დაიცვა. ის გადაყვანილია თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს