მამუკა მდინარაძე - ყველა თათბირს ვიწყებთ და ვასრულებთ იმით, რომ არ უნდა მივცეთ არავის სივრცე სპეკულაციებისთვის

ხვალიდან უკვე ოფიციალურად იწყება საარჩევნო მარათონი, რომლის ფინალიც არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამაში ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის, არც ოპოზიციურ პარტიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეიტინგები და საზოგადოების განწყობა სწორედ მმართველი პარტიის გამარჯვებაზე მეტყველებს.

„ხვალიდან უკვე ოფიციალურად შეუდგებიან პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, ჩვენი პარტიის აქტივიც საარჩევნო შეხვედრებს. უკვე ინტენსიური რეჟიმში გაიმართება სხვა შეხვედრებიც. ჩვენი ინტერესი და პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად დემოკრატიის მაღალი ხარისხისა და ყველა წესის დაცვით. ჩვენ ყველა თათბირს ვიწყებთ და ვასრულებთ იმით, რომ არ უნდა მივცეთ არავის სივრცე სპეკულაციებისთვის,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების ინიცირებაც, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე, სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს. მდინარაძის განმარტებით, კანონმდებლობა პრევენციულ მიზანს ატარებს.

„კანონმდებლობას მიესალმებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და ის არ მოსწონთ მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, მას არქმევენ სპეკულაციას. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის კრიტიკა იმიტომ, რომ ესეც როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკაში მიმართულია იმისკენ, რომ სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს და ვერავინ გაბედოს დაშინება, მოსყიდვა, ეს სტანდარტი იწევა უფრო მაღლა, ვიდრე აქამდე იყო როგორც კანონით, ასევე აღსრულების თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამის საშუალებას უკვე შექმნილი კანონმდებლობა იძლევა. პრევენციული თვალსაზრისით, როდესაც მკაცრდება სანქცია კონკრეტული დანაშაულისა და ქმედებისთვის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, როდის დადგენა განაჩენი, უბრალოდ, ადამიანმა რომ იცის, რომ კონკრეტული მოქმედება უფრო მკაცრად ისჯება, ამ შემთხვევაში ეს მუშაობს და არა დამდგარი განაჩენი, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, აქ პრევენციულ მიზანზე გვაქვს ჩვენ მხოლოდ საუბარი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო