შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, „ოქროს მოწმეებმა“ სამართლებრივი ფასეულობა დაკარგეს, ვინაიდან ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.ს ადვოკატის, ზაქრო გვიაშიანის განცხადებით, ე.წ.-მა ოქროს მოწმეებმა სამართლებრივი ფასეულობა დაკარგეს, ვინაიდან მათ ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

გვიშიანის განმარტებით, მათ ამასთან დაკავშირებით კითხვები გურამ ამირხანაშვილთანაც ექნებათ.

„დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანია, რადგან მტკიცებულებების ზეპირი და უშუალო გამოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენ გვექნება კითხვები ე.წ. ოქროს მოწმეებთან, რომლებმაც სამართლებრივი ფასეულობა დაკარგეს, გვექნება კითხვები, თუ რატომ არის არაერთხელ ჩვენებები შეცვლილი. მათ შორის, ამირხანაშვილთანაც. ბუნებრივია, პასუხები გვაინტერესებს, მაგრამ ვერანაირად სამართლებრივად გამართული პასუხები ვერ გვექნება. ეს საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ დაზარალებულები, გამოკითხულები არიან და რამდენჯერმეა ჩვენებები შეცვლილი", - განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ნაწილს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს