ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს, სანქციებს უწესებენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 30-მდე ბელარუს თანამდებობის პირს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს, სანქციებს დაუწესებენ, - „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები პირებისთვის, რომლებსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის განხორციელებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვსურდა მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება ბელარუსის რეჟიმსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისთვის მზად არაა. ვხედავთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ და სხვა ქვეყნებს მაგალითი ვუჩვენოთ,“- აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, ბელარუსი მაღალჩინოსნების აღნიშნული სია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

მედიის ინფორმაციით, სანქციების შესახებ ოფიციალურ განცხადებას სამივე ქვეყანა დღეს მოგვიანებით გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო:ბალტიისპირეთის ქვეყნები ბელარუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს, სანქციებს უწესებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა