დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას და გამოსავალს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პრობლემებიდან

„ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას და გამოსავალს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პრობლემებიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას და ხალხს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომლის გზაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

„ქვეყანას და ხალხს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ამიტომ „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს როგორც კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას და გამოსავალს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პრობლემებიდან, ისეთი პრობლემებიდან, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება და კრიმინალი. „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს სწორედ ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და ეს არის სწორედ ოქტომბრის არჩევნების მთავარი ამოცანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის კომენტარს პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა