აბუ დაბისა და დუბაიში აფეთქებებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია 3 და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერთი აფეთქება დედაქალაქ აბუ დაბიში მოხდა, მეორე კი ტურისტულ ჰაბ - დუბაიში.

აბუ დაბიში ინციდენტი რაშიდ ბინ საიდის ქუჩაზე მოხდა, რომელიც დედაქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი მთავარი გზაცაა, სადაც დღეს თელ-ავივიდან ისტორიული, პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი თანაშემწეები აბუ დაბიში ჩავიდნენ. აფეთქების შედეგად ორი რესტორანი - KFC-ი და Hardees-ი დაზიანდა, დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დუბაის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ აფეთქებას კი 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე ინციდენტის მიზეზად გაზის აპარატურა სახელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს