მამუკა მდინარაძის შეფასებით, მედიასაშუალებების ნაწილის მიერ „ერთი დამლაგებლის“ ინფიცირების გამო ტერმინის „თალაკვაძის კლასტერის“ გამოყენება სპეკულაციაა

რომელიღაც არხს, ან „მთავარს“, ან „ტვ პირველს“ დაურქმევია ერთი დამლაგებლის გამო, „თალაკვაძის კლასტერი“... ძალიან გთხოვთ ამას ნუ იკადრებთ! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩატარებული ტესტით კორონავირუსის არსებობა არ დაუდასტურდა, მაინც ამგვარი „სპეკულაცია“ გავრცელდა.

„მითხრა დაცვის თანამშრომელმა, რომ „თალაკვაძის კლასტერი“ დაარქვეს ერთ-ერთ ჩართვაშიო, როდესაც ამ ადამიანს ტესტი აქვს გაკეთებული, უარყოფითი ამოუვიდა ტესტი ანუ მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, რამხელა სპეკულაციაა და ამას უნდა კადრება. უნდა იკადრო, რომ ესეთი რაღაც მოიფიქრო, გააკეთო და შემდეგ უკვე მაყურებელს გადასცე და „თალაკვაძის კლასტერი“ ეძახო სხვა თანამშრომლის შემთხვევაში კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო. ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ იკადრებთ! მივმართავ იმ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამას კადრულობენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა