არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა შესაძლოა, ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა სისხლისსამართლებრივად დასჯადი იქნება. როგორც ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, თუ პირი არამართლზომიერი გავლენის მოხდენას შეეცდება, ამისთვის პასუხისმგებლობის სახით სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება განსაზღვრული.

„ჩვენს მიერ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილებები. კერძოდ, თუ რომელიმე პირი მოისურვებს, რომ გარკვეული ტიპის არამართლზომიერი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე დაშინებით ან იძულებით, მკაცრდება კანონმდებლობა, სანქციების ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და არამართლზომიერად დააპირებს, რომ შედეგებზე მოახდინოს ზეგავლენა. კონკრეტულად, ჩვენ სამი ტიპის გრადაცია მოვახდინეთ სანქციების: სისხლისსამართლებრივი ჯარიმა, შემდგომი არის 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა და კიდევ უფრო მკაცრი სანქცია გახლავთ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა