პრეზიდენტი - სახელმწიფო მექანიზმები იხვეწება და მკაცრდება, რათა ჩვენი კულტურისთვის სრულიად მიუღებელი ფენომენი - ძალადობა აღმოიფხვრას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა.

პრეზიდენტი მიესალმება, როგორც ახალ ბავშვთა კოდექსს ასევე, იმ ინიციატივას, რომელიც შემაკავებელ ორდერთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას ითვალისწინებს.

,,სახელმწიფო მექანიზმები იხვეწება და მკაცრდება, რათა ჩვენი კულტურისთვის სრულიად მიუღებელი ფენომენი - ძალადობა აღმოიფხვრას, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც არის ძალადობის მიუღებლობა და დროული რეაგირება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალ ,,ბავშვთა კოდექსში“ საკმაოდ კარგადაა გაწერილი ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები, თუმცა მისი განხორციელებისას პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

შეხვედრისას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი და სახალხო დამცველი შეთნხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ და პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მონაწილეობა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას, ბავშვებამდე ინფორმაციის მიტანას და ახალ სერვისებზე წვდომის გაზრდას.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს