ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ნ.ქ. საქმეში არა ბრალდებული, არამედ დაზარალებული უნდა იყოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნ.ქ.-ს ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმეში არა ბრალდებული, არამედ დაზარალებული უნდა იყოს. როგორც სასამართლო პროცესზე შესვენების გამოცხადების შემდეგ იმნაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ერთ-ერთმა მოწმემ, ე.ხ.-მ დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა.

"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ნ.ხ. ასევე იკითხება ე.ხ. მოწმე ნ.ხ.-მ განმარტა მისი იქ ყოფნის პერიოდში თუ რა ნახა. თუმცა, ბრალდების მხარისთვის რევოლუციური ჩვენება არ მიუცია, არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში. მან ადვოკატების ძირითად შეკითხვებს უპასუხა, რომ არ ახსოვს, ან არ იცის რა, როგორ იყო და ა.შ. რაც შეეხება ე.ხ.-ს, მან დეტალურად განმარტა 18 ივნისს თუ რისი თვითმხილველი გახდა, რა დაინახა. მან დაადასტურა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნ.ქ.-ს შუბლის არეში ჰქონდა დაზიანება. ეს რა თქმა უნდა, დაცვის მხარისთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ბრალდებას არ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ მოცემულ საქმეში ვართ დაზარალებული", - განაცხადა იმნაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს