ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს განსხვავებულად ჩატარდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს განსხვავებულად, ჩვეული ხმაურის გარეშე ჩატარდება. წელს წითელ ხალიჩასთან ფანები ვერ შეიკრიბებიან. ჯანდაცვის რეგულაციების თანახმად, ფესტივალზე დამსწრე ყველა პირისთვის სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, ტემპერატურის შემოწმება და დეზინფექცია.

კინოფესტივალის ფარგლებში ღონისძიებებზე სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება იმ სივრცეებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ასევე რიგებში დგომისას და პრესკონფერენციებზე დასწრების დროს. კინოდარბაზებს მაყურებელი მხოლოდ ნახევრად შეავსებს. დეზინფექცია რეგულარულად ჩატარდება საჯარო სივრცეებში.

ვენეციის 77-ე კინოფესტივალი 2-დან 12 სექტემბრამდე პერიოდში იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს