საპარლამენტო არჩევნებში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ სახელით გურიაში ნინო შეწირული-გობრონიძე იბრძოლებს

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ნინო შეწირული - გობრონიძე წარადგინა.

ნინო შეწირული - გობრონიძეს 12-წლიანი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების საკითხებში. ის არის „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პირველი ქალი - კანდიდატი, რომელიც პარტიის სახელით იბრძოლებს მაჟორიტარობისათვის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.

პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, ნინო შეწირული-გობრონიძე კარგად იცნობს გურიის პრობლემებს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„ნინოს ხედვა არის გურიაში და ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის დაძლევა სწორედ სოფლის მეურნეობის გაძლიერებით. ნინოსთან ერთად ჩვენ არამხოლოდ გავაძლიერებთ აგრარულ სფეროს გურიაში, არამედ შევქმნით უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვით რეგიონში, შევქმნით უკეთეს და უსაფრთხო გარემოს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უფრო ხელმისაწვდომს გავხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტს და განვახორციელებთ გურიის სამივე რაიონისათვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებს“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

„გურიის მაჟორიტარად ჩვენ ვაყანებთ გამორჩეულად ძლიერ ქალ კანდიდატს, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ ნომინანტებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ნინოს წარმატებაში, რადგან მას აქვს პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და გულწრფელი სურვილი, რომ გურიაში უკეთესობისაკენ შეიცვალოს თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ახალგაზრდებს უკეთესი გარემო შეექმნათ სწავლისა და მომავალი წარმატებებისათვის“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა.

„როგორც ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ჩვენი პარტიის სახელით დღეს გურიაში სიამაყით ვასახელებთ ნინო შეწირული-გობრონიძის კანდიდატურას. საკუთარი პროფესიული საქმიანობით მან არამხოლოდ შეისწავლა გურიის პრობლემები, არამედ მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მასშტაბით განხორცილდეს ეფექტური რეფორმები და პროგრამები. ნინოსთან ერთად „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ გურიაში იბრძოლებს გამარჯვებისათვის“, - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ.

დღესვე, პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ოზურგეთის ოფისი გახსნა ბოლქვაძის ქ. N15-ში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს