ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ კომიტეტზე დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, მათ ჰქონდათ დრო გამოეხატათ თავისი პოზიცია

მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის პოზიტიური კომენტარებისა ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით როგორც „ნაციონალური მოძრაობის", ისე სხვა პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თურმე არის არაფრისმომცემი. ძალიან სამწუხაროა, იმედია ისინი არ გეგმავენ, რომ ამ მანიპულაციას მიჰყონ ხელი და ამ ფორმით მანიპულირება მოახდინონ. ჩვენ მზად ვართ შენიშვნებისთვის და მოსაზრებებისთვის, თუკი მათ პარტიებს ექნებათ, მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ საკითხი დაჩქარებული წესით განიხილებოდა და ჰქონდა საკმარისი დრო პოზიციის გამოსახატად, რაც მათ არ გამოიყენეს.

„თუკი პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებისთვისაც ცნობილია ის ინიციატივა, რომლის ინიცირებაც მოახდინეს ჩვენმა კოლეგებმა საარჩევნო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების სახით, ექნებოდათ ინტერესი დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომას და გამოეთქვათ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები, ჩვენ მზად ვართ შენიშვნებისთვის და მოსაზრებებისთვის, თუკი მათ პარტიებს ექნებათ, მზად ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები დღეს არ არის წარმოდგენილი. მათ იცოდნენ, რომ დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ საკითხს, თუკი ისინი თვალყურს ადევნებენ კომიტეტის სხდომას და ვფიქრობ, რომ მიადევნებენ, ჰქონდათ დრო რომ გამოეხატათ თავისი პოზიცია",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა