სოფო შამანიდი - ძვირფასო პრემიერო, უბრალოდ არ გაქვთ პრობლემების მოგვარების გზები, არ იცით და მორჩა!

„აღმოჩენილი“ ჰქონია, მაგრამ ვერ მოაგვარა! - ამ სიტყვებით “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელვაჩაურში სიტყვით გამოსვლას სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. სოფო შამანიდის თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები მხოლოდ დაპირებაა.

„აღმოჩენილი ჰქონია“, მაგრამ ვერ მოაგვარა! „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - დღეს პრემიერმა გახარიამ ხელვაჩაურში მაჟორიტარობის კანდიდატი, მრავალპარტიანახული ანზორ ბოლქვაძე წარადგინა და ტრადიციისამებრ, ისაუბრა იმაზე, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. პრემიერმა აქვე დასძინა, რომ პრობლემები ისევ არსებობს და რომ „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს პრობლემები დღეს აღმოვაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლებია, ამ პრობლემებზე ვმუშაობთო”. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თურმე პრემიერმა ამ პრობლემების შესახებ იცოდა და “დღეს არ აღმოუჩენია”. ასევე ისიც შევიტყვეთ, რომ “ქართული ოცნება” 8 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს სწავლობს, აანალიზებს, ფიქრობს მათი მოგვარების გზებზე, შემდეგ “იმ კაცს” უთანხმებს, შემდეგ ისევ აანალიზებს, ისევ ფიქრობს, მერე საბიუჯეტო წელი გადის და ვერ ათვისებულ თანხას (შესაბამისად, არ გაკეთებულ საქმეს) უკან, ბიუჯეტში აბრუნებს. ძვირფასო პრემიერო, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალოდ ვერ აგვარებთ ამ პრობლემებს, უბრალოდ არ გაქვთ პრობლემების მოგვარების გზები, არ იცით და მორჩა! ჰოდა, გაეშვით. მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ნამდვილად იცის, როგორ აკეთოს საქმე!“- წერს შამანიდი, რომლის კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო