პრეზიდენტი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას.

ამ წლების განმავლობაში თქვენ მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს!

წარმატებებს გისურვებთ და მინდა ირწმუნოთ, რომ თქვენს შრომაზე, შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო