გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”.

ამასთან, ვოლსკის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, ეს ამ პარტიის დასასრული იქნება.

“ამაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვს, ისევე როგორც “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა